პეპემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ცნობილმა პორტუგალიელმა მცველმა პეპემ განაცხადა,რომ მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ამის შესახებ პეპემ სოციალური ქსელში გაავრცელა ინფორმაცია.
41 წლის ფეხბურთელმა საკლუბო ფეხბურთში („რეალთან“ და „პორტუსთან“ ერთად) 28 ტიტული მოიგო. გარდა ამისა, ის პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისა და ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
პეპეს ბოლო კლუბი „პორტუ“ იყო, რომლის რიგებშიც 2019-24 წლებში ითამაშა.
ევრო 2024-ზე პეპემ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალამდე მიაღწია. გერმანიაში გამართულ ტურნირზე მან ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მინდორზე 410 წუთი გაატარა.