თეგებით ძიება
08. 08. 2024 მსოფლიო

ბელარუსის ხელისუფლება რუსეთს უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანაში ეხმარებოდა - ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბელარუსის ხელისუფლება რუსეთს უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანაში ეხმარებოდა.

ბელარუსში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების მეოთხე წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ბორელმა ხაზი გაუსვა ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის მასიურ რეპრესიებს.

„ფართომასშტაბური შიდა რეპრესიების გარდა, ბელარუსის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიული ომის თანამონაწილე იყო. პოლიტიკური, სამხედრო და ლოგისტიკური მხარდაჭერის გარდა, მან ხელი შეუწყო უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციას რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა