ქალმა მოღალატე ქმარზე შური იძია და მისი აპარატიდან გათიშვა მოითხოვა - სად მოხდა შემთხვევა?
ჩინეთში ქალმა გადაწყვიტა ქმრის ღალატის გამო შური ეძია და ექიმებს მისი აპარატიდან გათიშვა მოსთხოვა - ამის შესახებ South China Morning Post იტყობინება.
როგორც ირკვევა, 38 წლის დაქორწინებული მამაკაცი დიდი ხნის განმავლობაში საყვარელთან ცხოვრობდა. მოღალატეს ტვინში სისხლის ჩაქცევა სწორედ საყვარლის სახლში დაემართა. საყვარელმა მამაკაცი საავადმყოფომდე მიიყვანა, მაგრამ როცა ექიმებმა ოპერაციისთვის მისი თანხმობა მოითხოვეს, უკვალოდ გაქრა.
მოგვიანებით მამაკაცს საავადმყოფოში მისმა ნამდვილმა ცოლმა მიაკითხა. მას აცნობეს, რომ პაციენტი კომაშია და ძვირადღირებულ ოპერაციის გარეშე ვერ გადარჩება. როცა ამის შესახებ გაიგო, ქალმა მამაკაცის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გათიშვა მოითხოვა.
ქალმა ექიმებს აუხსნა, რომ ქმარი ათი ს მანძილზე სხვა ქალებთან ღალატობდა და ოჯახს ფინანსურად არ ეხმარებოდა. გასაკვირი არაა, რომ ქალმა ასეთი დამოკიდებულების გამო ქმრის მიმართ გრძნობა დაკარგა. უცნობია მიმართეს თუ არა ექიმებმა პაციენტის სხვა ნათესავებს.