90 წლის მარტოხელა პენსიონერს შეუჩერდა პენსია, რადგან 2011 წლამდე გაცემული პირადომის მოწმობა აქვს - რას წერენ სოც-ქსელში?
პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებით, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული - ე.წ.ლამინირებული პირადობის მოწმობები, რამაც უამრავ ადამიანს პრობლემები შეუქმნა.
ერთ-ერთი ასეთი პრობლემის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გამარჯობა, სასოწარკვეთილი ვარ, რადგან მეზობელს, რომელიც არის პენსიონერი, 90 წლის, ცხოვრობს მარტო და სახლიდან წლებია ვერ გადის, შეუჩერდა პენსია, რადგან 2011 წლამდე გაცემული პირადომის მოწმობა აქვს. იმისათვის, რომ ოჯახის ექიმი მოვიდეს ბინაზე და მისცეს ფორმა ასი იუსტიციის სახლში წარსადგენად, თხოვენ 80 ლარის გადახდას. კარგი, ამ ყველაფერს გავაკეთებ, იუსტიციაშიც მივალ და დავწერ განცხადებას, ამ 80 ლარსაც გადავუხდი, მაგრამ ვისაც არ შეუძლია და ამდენი უამრავია, რას უპირებენ? - წერს სტატუსის ავტორი.