თეგებით ძიება

ბათუმში, ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ პირს დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა - მისი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ყაჩაღობის მიზნით, ერთი პირი შეიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ajaratimes.ge ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთმა დასაქმებულმა, თავდაცვის დროს, თავდამსხმელს თავში ნიჩაბი ჩაარტყა. 

მედიის ცნობით, კაცი თავის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მდგომარეობა დამძიმდა და ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა