თეგებით ძიება

ნინო წილოსანი ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ქალების პროფესიულ და ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე ისაუბრეს.

„ბუღალტერთა კავშირს ძირითადად ქალები წარმოადგენენ. გენდერული საბჭოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ის დიდი ჯგუფი, რომელიც ქალებისგან შედგება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთობლივად, ერთი მხრივ, სახელმწიფომ და მეორე მხრივ, აღნიშნულმა კავშირმა, რომ გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის, რაც ქალების პროფესიულ და ეკონომიკური გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობას გულისხმობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა