თეგებით ძიება
09. 08. 2024 მსოფლიო

რუსეთის ლიპეცკის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ლიპეცკის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.

მისი თქმით, ოლქის ოთხი დასახლებული პუნქტიდან - კოპცევი ხუტორა, ფიოდოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვა - ადამიანები ევაკუაცია მიმდინარეობს.

ოლქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. გუბერნატორის ბრძანებით, გაუქმებულია ყველა გასართობი და სპორტული ღონისძიება. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა