თეგებით ძიება

ზურაბიშვილი ლუგარზე: აშშ-სთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა ქვეყნის ღალატია

ლუგარის ლაბორატორიის და ამერიკელ ექსპერტების, ამერიკის დაავადებათა ცენტრის (CDC), ეროვნულ ჯანდაცვის ინსტიტუტის (NIH) ღვაწლი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის ვერც გაიზომება. მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის. იმ დროს, როცა ქვეყნის დემოგრაფიული მაჩვენებლები კატასტროფულ ნიშნულზეა ჩასული, როცა ასი ათასობით ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამერიკასთან ასეთ მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს. მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში აყენებს ყველა იმ ლაბორატორიას და პროგრამას რომლის გარეშე სრულიად დაუცველი ვრჩებით მოსალოდნელ პანდემიების წინაშე.

აქ მხოლოდ თანხებზე არაა საუბარი, არამედ რეპუტაციულ ზიანზე, ათწლეულობით შექმნილი პროფესიულ კავშირების და გაწყვეტაზე და ორ ქვეყნის შორის გამყარებულ ნდობასა და თანამშრომლობის ზურგის შექცევაზე.

თან შეურაცხყოფასაც არ ვაკლებთ მეგობარს, პარტნიორს, რომელიც ყველაზე ბნელ დროს გვაწვდიდა უფასო მედიკამენტებს, აცრებს, აპარატურას და რომლის დახმარებით ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაურჩა C ჰეპატიტს, შიდს, ღორის გრიპს, კოვიდს … აქ ასევე საუბარია ცოდნის გაცვლაზე, ტრენინგებზე რის გარეშე ვერ გავზრდით ხვალინდელი დღის მაღალ დონის პროფესიონალებს. იზოლაცია მეცნიერების მტერია! რადგანაც საფრთხეში აყენებენ საქართველოს მიერ მოპოვებულ აღიარებას სანდო და თანასწორ პარტნიორად.

მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს.

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.

ფორმულას ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-მ ფინანსური დახმარება შეუჩერა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა