ინდონეზიაში ზომაში ყველაზე პატარა ადამიანის სახეობის 700 000 წლის ნამარხები აღმოაჩინეს
ინდონეზიის კუნძულზე აღმოჩენილ ნამარხებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყველაზე პატარა ადამიანის ნაშთებს მიაგნეს. ნაშთების ასაკი დაახლოებით 700 000 წლით თარიღდება.
აღმოჩენასთან დაკავშირებული დასკვნა 6 აგვისტოს ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
ოცი წლის წინ ინდონეზიის კუნძულზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადრეული ადამიანის სახეობის ნამარხები. აღმოჩენილი მასალების მიხედვით ამ სახეობის ადამიანი დაახლოებით 1,07 მეტრი სიმაღლის იყო, რის გამოც მეცნიერებმა მას მეტსახელად "ჰობიტი" დაარქვეს.
ახალი კვლევების თანახმად, ჰობიტების წინაპრები სიმაღლეში კიდევ უფრო დაბლები იყვნენ.
"ჩვენ არ ველოდით, რომ ასეთ უძველეს ადგილსამყოფელზე კიდევ უფრო პატარა ინდივიდებს აღმოვაჩენდით". - თქვა კვლევების ერთ-ერთმა თანაავტორმა, იუსუკე კაიფუმ.
ე.წ ჰობიტების ნამარხები, რომლებსაც სახელი ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟების პატივსაცემად დაერქვათ, 60 000 - 100 00 წლით თარიღდება. ახალ ნამარხებს ჰობიტების ნაშთების აღმოჩენის ადგილიდან დაახლოებით 72 კმ-ის დაშორებით მიაკვლიეს.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2016 წელს, ახალი ადგილიდან შეგროვებული ადამიანის ყბის ძვლისა და კბილების შესწავლის შემდეგ ივარაუდეს, რომ ჰობიტების ადრინდელი ნათესავები მათზე კიდევ უფრო დაბლები იყვნენ. მკლავის პატარა ძვლის ფრაგმენტისა და კბილების შემდგომი ანალიზის საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰობიტების წინაპრები სულ რაღაც 6 სანტიმეტრით უფრო დაბლები იყვნენ და დაახლოებით 700 000 წლის წინ ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე.
მკვლევრები მსჯელობენ, თუ როგორ განვითარდა ჰობიტი, რომელსა ჰომო-ფლორესიენსისი ეწოდა და რა ადგილი უკავია ამ სახეობას ადამიანის ევოლუციის ისტორიაში.