თეგებით ძიება

მეორე სამშვიდობო სამიტზე რუსეთის მიწვევა არ ნიშნავს მოლაპარაკებების დაწყებას - ერმაკი

მეორე სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლის მიწვევა, რომელსაც მშვიდობისკენ სვლის შემუშავებული გეგმა გადაეცემა, არ უნდა განიხილებოდეს, როგორც რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყისი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა European Pravda-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ერმაკმა აღნიშნა, რომ მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის წარმომადგენლის მონაწილეობა შესაძლებელია. მას  უკრაინა და სამიტის სხვა მონაწილეები წარუდგენენ შეთანხმებულ ერთობლივ გეგმას „მშვიდობის ფორმულის“ 10 პუნქტიდან თითოეულის განსახორციელებლად.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას. არა, ეს არ არის ის, რაზეც ვსაუბრობთ. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი შეხვედრა, სადაც ეს გეგმა გადაიცემა, ჩატარდეს არა უკრაინა-რუსეთის ფორმატში, არამედ ყველა ქვეყნის თანდასწრებით, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს გეგმას“, - განმარტა მან.

ერმაკს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, სამიტზე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყოს რუსეთის წარმომადგენელი, რომელთანაც უკრაინა შესახვედრად მზადაა.  

„ვფიქრობ, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ ვინ შეიძლება იყოს“, - უპასუხა პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა.

ანდრეი ერმაკმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს ნათლად ესმის, თუ რა სახის ომია უკრაინაში და აღნიშნა, რომ, აშშ-ის არჩევნებში მისი პოტენციური გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის მხარდაჭერის რისკს ვერ ხედავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა