თეგებით ძიება

თუ პუტინი მექსიკაში ჩამოვა, მის დაკავებას არ ვაპირებთ - მექსიკის პრეზიდენტი

"თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მექსიკაში ჩამოვა, მის დაკავებას არ ვაპირებთ“. ამის შესახებ მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

"ეს ჩვენი საქმე არ არის და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.

პუტინის დაკავების შესახებ თხოვნით მექსიკას უკრაინამ მიმართა, თუ ის 1-ელი ოქტომბრისთვის მექსიკის ახალი პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავა. მექსიკაში უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. „იმედი გვაქვს, რომ მექსიკის მთავრობამ იცის, რომ ვლადიმერ პუტინი - სამხედრო დამნაშავეა და მის დაკავებაზე ორდერია გაცემული“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

მექსიკის არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის გუნდმა რუსეთის პრეზიდენტი ინაუგურაციაზე მიიწვია და განაცხადა, რომ მან დიპლომატიური გზავნილი ყველა ქვეყანას გადასცა, ვისთანაც მექსიკას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. მიმდინარე წლის ივნისში პუტინმა შეინბაუმს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მექსიკას "ლათინურ ამერიკაში რუსეთის ისტორიული მეგობარი და პარტნიორი“ უწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა