ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ალი ქაან ორბაიმ ლევან ღირსიაშვილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ასევე, დაესწრო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორე მდივანი, სულთან ალაილი.