ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ინფრასტრუქტურული ობიექტები თბილისსა და ბაკურიანში შენდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც საქართველო 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს, დაბა ბაკურიანში ეწყობა ბიათლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი და 3 კილომეტრის სიგრძის ტრასა.
თბილისში კი, შენდება ყინულის სასახლე, რომლის უმაღლესი დონის ტექნიკური სავარჯიშო სტადიონი ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს მოემსახურება.
ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
ბაკურიანში ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშესაწყობად პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისია იმუშავებს.