თბილისის N160 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
ახალ 2024 სასწავლო წელს, თბილისის N160 საჯარო სკოლის, 1100 - ზე მეტი მოსწავლე და სკოლის ადმინისტრაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, კომფორტულ გარემოში დაიწყებენ სწავლას.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტომ, თბილისის N160 საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. რეაბილიტირდა ფასადი, სახურავი, სველი წერტილები, სასწავლო და ადმინისტრაციული ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, შიდა და გარე სპორტული მოედნები. პროექტის ფარგლებში დასრულდა გათბობის, წყალ-საკანალიზაციო, ელექტრო გაყვანილობის სისტემა.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სკოლის აღჭურვა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინვენტარით.