თეგებით ძიება
09. 08. 2024 მსოფლიო

79 წელი გავიდა ქალაქ ნაგასაკიზე ბირთვული ბომბის ჩამოგდებიდან

9 აგვისტოს 79 წელი შესრულდა აშშ-ის მიერ იაპონიის ქალაქ ნაგასაკიზე ბირთვული ბომბის ჩამოგდებიდან.

ამ თარიღთან დაკავშირებით, იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ, დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

ნაგასაკის მერმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მზარდ დაძაბულობას როგორც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, ისე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ბირთვული დაბომბვისას დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დასწრებიან იაპონიაში ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ელჩები.

მემორიალთან მისვლის ნაცვლად ისინი ტოკიოში, ბუდისტურ სალოცავში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნაგასაკიში ჩამოგდებულმა ბომბმა სახელწოდებით „მსუქანამ“ 74 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 3 დღით ადრე, 6 აგვისტოს ამერიკამ ბირთვული ბომბი ქალაქ ჰიროსიმას თავზეც ჩამოაგდო, რასაც 140 000 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად, ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა. იაპონიაში შექმნილმა ვითარებამ 1945 წლის სექტემბერში ტოკიოს აიძულა, ხელი მოეწერა კაპიტულაციაზე, რითაც მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა