რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება
რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება – ინფორმაციას რუსული გამოცემა The Moscow Times ავრცელებს და წერს, რომ WhatsApp-ის ჩასანაცვლებლად კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი “ეროვნული მესენჯერის” შექმნა დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული “ტამტამ”-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის პროექტია.