რუსეთში დაცული საკომუნიკაციო პროგრამა "სიგნალი" დაბლოკეს
რუსეთში დაცული საკომუნიკაციო პროგრამა "სიგნალი" დაბლოკეს.
"როსკომნადზორის" განმარტებით, აპლიკაცია რუსეთში კანონდარღვევისთვის დაიბლოკა. კერძოდ კი, წვდომა შეზღუდულია რუსული კანონმდებლობის დარღვევის გამო, რომლის დაცვაც "აუცილებელია მესენჯერის ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის გამოყენების აღსაკვეთად".
ხარვეზები აპლიკაციაში მომხმარებლებმა შენიშნეს, ახლა მისი გახსნა შეუძლებელია VPN-ის ან ბლოკისთვის თავის ასარიდებლად სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე.