„პუტინმა „კურსკით“ დაიწყო და შესაძლოა კურსკით დაასრულოს“ - რამაზ გიგაური
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში რაამდენიმე დასახლება დაიკავეს, რასაც ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ძალიან საინტერესო სიმბოლოა, რომ პუტინმა „კურსკით“ დაიწყო და შესაძლოა კურსკით დაასრულოს.
მისი პირველი ინაუგურაცია: 2000 წლის 7 მაისი;
წყალქვეშა ნავის „კურსკის“ ჩაძირვა: 2000 წლის 12 აგვისტო;
ბოლო ინაუგურაცია: 2024 წლის 7 მაისი;
უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის რეგიონში შეჭრა: 2024 წლის 6 აგვისტო - წერს რამაზ გიგაური.