ხის გახმობა ცუდის ნიშანია მეპატრონისთვის. სავარაუდოდ, იმას მოასწავებს, რაც "ქართულ ოცნებას" ელის - ირაკლი კუპრაძე
"ხის გახმობა ცუდის ნიშანია მეპატრონისთვის. სავარაუდოდ, სწორედ იმას მოასწავებს, რაც "ოცნებას" ელის" - ასე ეხმაურება "ძლიერი საქართველოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ კენიიდან საქართველოში ჩამოტანილი ბაობაბის უნიკალური ხეების გახმობას.
ხის გახმობა ცუდის ნიშანია მეპატრონისთვის. სავარაუდოდ, სწორედ იმას მოასწავებს, რაც "ქართულ ოცნებას" ელის. სასტიკი დამარცხება, ხელისუფლებიდან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა იმ ადამიანების, რომლებმაც ბოროტება შექმნეს ამ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ტალღები იყო, ამის არ გვეშინია. არც დაუცველები ვიქნებით და მეორე ლოყას არ შევუშვერთ მოძალადეს, რომელსაც ამ ქვეყნის გადაგდება უნდა უფსკრულში და რუსულ ჭაობში, სადაც თავადაც კი იძირებიან", - ამბობს კუპრაძე.