თეგებით ძიება
10. 08. 2024 მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 125 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, პენტაგონი უკრაინას დამატებით 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. 

ცნობილი ხდება, რომ დახმარების ახალი ტრანში უკრაინას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილების (PDA) მეშვეობით გადაეცემა, რომელიც პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე აშშ-ს არსებული მარაგის შემცირებასა და შემცირებული აღჭურვილობით მოკავშირეთა მომარაგებას ითვალისწინებს. 

გადასაცემ დანადგარებს შორისაა:

Stinger-ის ტიპის რაკეტები;

HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა; 

155 და 105-მმ-იანი საარტილერიო ჭურვები;

მრავალდანიშნულებიანი რადარები;

TOW-ის ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები;

Javelin-ისა და AT-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;

HMMWV-ს ტიპის მაღალმობილური მრავალმიზნობრივი მანქანები;

მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები;

ასაფეთქებელი აღჭურვილობა და საბრძოლო საშუალებები;

სათადარიგო ნაწილები და დამხმარე აღჭურვილობა, მომსახურება, წვრთნები და ტრანსპორტირება.

"შეერთებული შტატები დაახლოებით 50 წევრ ქვეყანასთან და ალიანსის პარტნიორებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა უკრაინის მამაცი დამცველები გადამწყვეტად მნიშვნელოვანი, რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი საშუალებებით მოამარაგოს". - წერია აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა