თეგებით ძიება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება

12 აგვისტოდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება.

ცესკოს ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს და მოქალაქეებს გამოცდის ჩასაბარებლად შერჩეულ ლოკაციებზე მომსახურებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული გამოცდის სამდივნოების წევრები გაუწევენ.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით, 796-მა მოქალაქემ (ქალი-567; კაცი-229) დააფიქსირა.

სერტიფიცირების პროცესში უცვლელი ფორმით გამოიყენება ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული საგამოცდო ტესტები, რომლებიც მომზადებულია სწავლების ცენტრის მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას (გასაჯაროებული საკითხები გამოცდაზე უცვლელი ფორმით გამოიყენება). სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია.

„გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით“, - აცხადებენ ცესკოში.

სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა