თეგებით ძიება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე უკრაინაში ომს დაასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე უკრაინაში ომს დაასრულებს.

"ბრეით-ბართთან" ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას აპირებს. "ისინი ანადგურებენ მსოფლიოს გარკვეული ნაწილის სტრუქტურას. მე მსურს, რომ ეს იყოს მოლაპარაკების შედეგი და რომ ეს გაკეთდეს," – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ მისი დემოკრატი ოპონენტი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გააგრძელებს ომს და გააგრძელებს ასობით მილიარდი ამერიკული დოლარის გაგზავნას უკრაინაში. ტრამპის განცხადებით, ჰარისის უუნარობამ შეიძლება მსოფლიო გლობალურ ომში ჩაითრიოს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა