ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟზე იქორწინა - ვინ არის მარიამ გეგუჩაძის რჩეული? (ფოტოები)
ზაფხულის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე დაოჯახდა. მარიამმა ივნისში "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე უცნობ ახალგაზრდასთან გადაღებული ფოტოები და ქორწინების ბეჭედი გამოაქვეყნა. ვინ გახდა მარიამის მეუღლე, ამ თემაზე არასოდეს უსაუბრია.
როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, მარიამის რჩეული პოლიტიკოსის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის უფროსი ვაჟი, 26 წლის გიორგი მჭედლიშვილია. წყარო გვეუბნება, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს.
გიორგის სოციალურ ქსელში არ იძებნება. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი დედა პერიოდულად აქვეყნებს და დღესასწაულებს ულოცავს.
ეკა ხერხეულიძეს ორი ვაჟი - გიორგი და ნიკოლოზი ჰყავს, რომლებიც 1997-1998 წლებში შეეძინა. მეუღლე დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მასზე ხერხეულიძეს არასოდეს უსაუბრია. თუმცა ერთ-ერთ პოსტში ეკამ შვილებთან და ყოფილ მეუღლესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
რაც შეეხება მარიამ გეგუჩაძეს, მას საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს. პოპულარული დედის შვილი ხშირად ექცეოდა მედიის ყურადღების ცენტრში.
წლების შემდეგ კი, ზრდასრულ ასაკში თითქმის ყველა პოლიტიკურ აქციას ესწრებოდა, ასევე იყო სხვადასხვა ახალგაზრული გაერთიანების წევრი, თუმცა პოლიტიკაში ბედი არასოდეს უცდია. მარიამი ამჟამად Coca-Cola Bottlers Georgia-ს თანამშრომელია.