თეგებით ძიება
10. 08. 2024 სპორტი

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) სადებიუტო ოლიმპიადა გამარჯვებით დაიწყო.

მან მერვედფინალური შეხვედრა სამხრეთაფრიკელ ნიკოლას დე ლანგთან გამართა, მეტოქეს ანგარიშით 12:2 სძლია და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.

დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს, ის ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს შეხვდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა