თეგებით ძიება
10. 08. 2024 მსოფლიო

YouTube-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სიუზან ვოიჩიცკი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

YouTube-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და დიდი ხნის განმავლობაში Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სიუზან ვოიჩიცკი კიბოსთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეუღლე დენის ტროპერი და Google-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი ავრცელებენ.

„ღრმა მწუხარებით გიზიარებთ სიუზან ვოიჩიცკის გარდაცვალების ამბავს. ჩემმა საყვარელმა მეუღლემ 26-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და ფილტვის კიბოთი 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ მე და ჩვენი 5 შვილი დაგვტოვა. სიუზანი არ იყო მხოლოდ ჩემი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი ცხოვრებაში, არამედ ბრწყინვალე გონების მქონე, მოსიყვარულე დედა და ბევრისთვის ძვირფასი მეგობარი. მისი გავლენა ჩვენს ოჯახზე და სამყაროზე განუზომელი იყო“, - წერს ვოიჩიცკის მეუღლე

„დამწუხრებული ვარ ჩემი მეგობრის სიუზან ვოიჩიცკის გარდაცვალების გამო. ის მნიშვნელოვანია Google-ის ისტორიისთვის და ძნელი წარმოსადგენია სამყარო მის გარეშე. ის იყო წარმოუდგენელი ადამიანი, ლიდერი და მეგობარი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე და მე ვარ ერთ-ერთი Google-ის წარმომადგენლებს შორის, რომელიც მისი გაცნობით უკეთესობისკენ შეიცვალა“, - წერს პიჩაი.

Google-ის ისტორია სწორედ სიუზან ვოიჩიცკის ავტოფარეხიდან დაიწყო, როდესაც 1990 წელს ლარი პეიჯმა ტექნოლოგიური კომპანიის შექმნა გადაწყვიტეს. სიუზან ვოიჩიცკი მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტის გუნდს 1999 წელს შეუერთდა, რამდენიმე წლით ადრე ვიდრე Google YouTube-ს შეიძენდა.

2014 წლამდე, YouTube-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დაკავებამდე, ვოიჩიცკი Google-ის სარეკლამო პროდუქტების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2023 წელს კი YouTube-ის 9-წლიანი მართვის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა და „ოჯახზე, ჯანმრთელობასა და პირად პროექტებზე“ ფოკუსირდა. ის ამ პოზიციაზე შეცვალა მისმა მოადგილემ, რეკლამისა და პროდუქტების უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა ნილ მოჰანმა, რომელიც Google-ს 2008 წელს შეუერთდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა