თეგებით ძიება

„მაშინ, როცა პრიგოჟინის შემთხვევაში "გოუ გოუ" გაიძახოდნენ, უკრაინის შეტევაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ" - მდინარაძე ოპოზიციაზე

უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე კურსკის ოლ­ქში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია, როცა "ქარ­თუ­ლი აგენ­ტუ­რუ­ლი ოპო­ზი­ცია უკ­რა­ი­ნის წინსვლა­ზე კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხმას არ იღებს".

"ქარ­თუ­ლი აგენ­ტუ­რუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი და პა­რა­დოქ­სუ­ლი ქცე­ვა: მა­შინ, რო­დე­საც პრი­გო­ჟი­ნის შემ­თხვე­ვა­ში “გოუ გოუ ჟე­ნი­ას” აჟი­ტი­რე­ბუ­ლე­ბი გა­ი­ძა­ხოდ­ნენ, უკ­რა­ი­ნის ჯა­რის შე­ტე­ვა­ზე და წინსვლა­ზე კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით ხმას არ იღე­ბენ.

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამი­სი მი­ზე­ზი?ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი უამ­რავ სხვა კი­თხვა­ზეც გას­ცემს პა­სუხს…

მათ შო­რის, მა­გა­ლი­თად, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნა “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” მე­ო­რე ფრონ­ტის თემა?!..მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რომ ქვე­ყა­ნა აგენ­ტუ­რას არ უნდა გა­ვა­ნად­გუ­რე­ბი­ნოთ. გან­ვი­თა­რე­ბა, მშვი­დო­ბი­ა­ნი და ღირ­სე­უ­ლი სვლა ევ­რო­პის­კენ უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ!მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბით და კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ!" - წერს მდი­ნა­რა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, 6 აგ­ვის­ტოს რუ­სულ­მა მხა­რემ კურსკის ოლ­ქში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შეჭ­რის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და. მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქში რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბა და­ი­კა­ვეს. 7 აგ­ვის­ტოს კურსკის ოლ­ქში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი გა­მო­ცხად­და.

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კურსკის ოლ­ქში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს „მას­შტა­ბუ­რი პრო­ვო­კა­ცია“ უწო­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა