რუსეთმა ყირიმიდან კურსკში საზღვაო ქვეითთა ბრიგადა გადაიყვანა - მონიტორინგის პროექტი „ყირიმის ქარი“
რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვაო ბრიგადის ნაწილები სევასტოპოლიდან კურსკის ოლქში გადაიყვანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც მონიტორინგის პროექტი „ყირიმის ქარი“ იტყობინება, 6 აგვისტოს „ტავრიდას“ გზატკეცილზე ქერჩის მიმართულებით მოძრავი სამხედრო KamAZ-ის სატვირთო მანქანების კოლონა შენიშნეს, რომლებზეც ტაქტიკური ნიშანი, კვადრატში გამოსახული „Z“ ასო, იყო გამოსახული.
ტაქტიკური ნიშანი „Z კვადრატში“ ჰგავს ნიშანს „Z რომბში“, რომელიც გამოსახული იყო კურსკის ოლქის რილსკის მახლობლად განადგურებული რუსული კოლონიის მანქანებზე. სუჯას ბრძოლებში 810-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები მონაწილეობენ.