თეგებით ძიება

არავის შეექმნას ილუზია, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს - მიხეილ სარჯველაძე

ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო თანამშრომლობით, ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქედან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის არსებობის ძირითადი წყარო არ არის გარე დაფინანსება და ის სახელმწიფო სახსრებიდან არსებობს.

„არავის შეექმნას ილუზია და შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას, ან მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციონირებას. ეს დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა