თეგებით ძიება

ფერმაში სტუმრად მივიდა, მასპინძელთან ერთად იქეიფა, მერე დააბა, აწამა, ფოტო-ვიდეო გადაუღო და მოკლა - გურიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ლანჩხუთში შუახნის კაცი, სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთზე დაწყებული დავის გამო წამებით მოკლეს. შემთხვევა 8 აგვისტოს მოხდა. ბრალდებული ყოფილი სამხედროა, რომელიც შემთხვევის დღეს მოკლულთან ფერმაში მივიდა და მას ადგილზე გაუმასპინძლდა. როგორც ირკვევა, მოგვიანებით, არაფხიზელმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მასპინძელი დააბა, აწამა და ამის ამსახველი ფოტო-ვიდეოც გადაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 38 წლის ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ის თავად მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ ქეიფის დროს 66 წლის კაცი შეუძლოდ გახდა და ითხოვა, რომ მასთან მისულიყვნენ და გადაერჩინათ. ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ჯგუფს ის ნაწამები და დაღუპული დახვდათ. 

გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს. ერთ-ერთი ვერსიით ბრალდებული მოკლულის ოჯახს წლების წინ მისგან ნაყიდ მიწის ნაკვეთზე თანხის დამატებას სთხოვდა, მეორე ვერსიით კი ნაკვეთის დაბრუნებას.

"არის დაკავებული მისი თანაკლასელის შვილი. მაშინვე 600 ლარად ის შენობა, მისი ბებიისგან ჩემმა სიმამრმა. აღმოჩნდა, რომ 20 წლის შემდეგ მოუნდა, რომ მეტი გადაეხადა და ეტყობა ჩააკითხა და ესე გაუკეთა. ეს ტიპი ამოვიდა საავადმყოფოში და თქვა, რომ ვქეიფობდით, ცუდად გახდაო და შესაბამისად, იქნებ ექიმი გაუშვათო. პოლიცია და სასწრაფო ერთად ჩავიდნენ და გარდაცვლილი დახვდათ, მიწაზე დაგდებული და ხელ-ფეხ შეკრული. ამბობდნენ, რომ ვიდეოები და "სელფი" გადაუღია ხელ-ფეხ შეკრულ კაცთან. მთელი სხეული ჩაშავებული და რაღაც პატარა ნაჩხვლეტები. მოასვენეს აქ ექსპერტიზიდან, მისმა კლასელებმა დაასვენეს და იმათ გვითხრეს. თავიც ნატკენი აქვს და სხეულიც სულ ჩაშავებული," - უთხრა "მთავარ არხს" მოკლულის ნათესავმა ამირან გიგინეიშვილმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

წყარო: მთავარი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა