„მოვისმინეთ მხარდაჭერის სრული გარანტიები“ – ნიკა გვარამია ჯინ შაჰინთან და მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე
საქართველოში ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი მმართველი გუნდის ლიდერებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ „კოალიცია ცვლილებისთვის“ და პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „ეს მიღება არ იყო ადგილი იმისთვის, რომ მათ კრიტიკული შეფასებები მოესმინათ“. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, შეხვედრაზე მხარდაჭერის სრული გარანტიები მოისმინეს.
„ეს მიღება არ იყო ადგილი იმისთვის, რომ ჩვენ კრიტიკული შეფასებები მოგვესმინა. რადგან ეს შეფასებები ვიცით. ასეთი შეფასებები გაკეთდა არამხოლოდ დღეს, არამედ გაკეთდება მომავალშიც. ეს იყო შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან, სტრატეგიულ და ყველაზე უფრო გამორჩეულ მეგობართან. მოვისმინეთ მხარდაჭერის სრული გარანტიები. ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო და გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცალ-ცალკე ქალბატონ სენატორთან“, – აღნიშნა გვარამიამ.