„ოქტომბერში გადაწყდება დავრჩებით რუსეთის ორღობეში, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს თუ გაგვიჩნდება შესაძლებლობა, რომ უკან დავაბრუნოთ ყველაფერი, რაც დემოკრატიის გზაზე გვაყენებს“ - ხიდაშელი
„სამოქალაქო იდეის“ ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, „ორპარტიული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის, საქართველოსთან მიმართებაში ეს ახალი ამბავი არ არის“.
როგორც თინა ხიდაშელმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის კონგრესსაც და ადმინისტრაციასაც, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ადმინისტრაციაში, ყოველთვის მსგავსი პოზიციები ჰქონდა, ამიტომ მათ არასდროს უფიქრიათ, რომ რესპუბლიკელების ან დემოკრატების თეთრ სახლში მოსვლის პირობებში რაიმე შეიცვლებოდა საქართველოს მხარდაჭერისთვის.