ლუკაშენკომ უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის გაგზავნის ბრძანება გასცა
პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის განთავსების ბრძანება გასცა.
"შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მითითებები გასცა გომელისა და მოზირის ტაქტიკურ მიმართულებებზე ჯარების დაჯგუფების გაძლიერების შესახებ", - თქვა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა.
გომელისა და მოზირის ოლქებში, რომლებიც კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებს ესაზღვება გადაიყვანენ სამხედრო ნაწილს, სახმელეთო ჯარებს, სარაკეტო ძალებს - მათ შორის "პოლონეზის" სარაკეტო სისტემები და "ისკანდერის" კომპლექსები.