რონალდო არ დაასრულებს კარიერას, სანამ თავის ვაჟთან ერთად არ ითამაშებს - ადრიან მუტუ
„იუვენტუსის“, „ჩელსისა“ და რუმინეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ადრიან მუტუმ, რომელიც წელს საუდის არაბეთში სტუმრობდა კრიშტიანო რონალდოს, ჟურნალისტებს გაანდო თუ რატომ არ აპირებს უახლოეს მომავალში კარიერის დასრულებას 39 წლის პორტუგალიელი.
მუტუს სიტყვებით, კრიშტიანოს, იქამდე, სანამ ფეხბურთიდან წავა, უნდა ოფიციალურ მატჩში თავის ვაჟთან ერთად ითამაშოს.
რონალდოს პირველი შვილი 14 წლისაა და „ალ-ნასრის“ იუნიორთა გუნდში თამაშობს.
„ეს მისი ნამდვილი მოტივაციაა. მას სურს ოფიციალურ მატჩში თავის ვაჟთან ერთად ითამაშოს და სწორედ ამიტომაც არ ნებდება.
„ალ-ნასრში“ ამის გაკეთება შესაძლებელია. მაგალითად, „რეალში“ ამის განხორციელება გაჭირდებოდა. მამა-შვილის ერთად ნახევარი სეზონის გატარება არ მეჩვენება შეუძლებლად“, – მოჰყავს მუტუს სიტყვები ბრიტანულ გაზეთ Daily Mail.