ვაზარით რომ ვაგებდი, მამაჩემმა დამიძახა მთელი საქართველო გიყურებსო. ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამან - ლაშა ბექაური
ვაზარით რომ ვაგებდი მამაჩემმა დამიძახა მთელი საქართველო გიყურებსო. ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამან, - ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული სული, სისხლი დამეხმარა იმაში, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყო.
„ვაზარით რომ ვაგებდი მამაჩემმა დამიძახა მთელი საქართველო გიყურებსო. ძალიან დიდი მოტივაცია მომცა ამან. დიდი ბრძოლის წინაშე დავდექი და ჩემი მენტალობა, ჩემი ქართული სული, სისხლი დამეხმარა იმაში, რომ ამომექაჩა ის ვაზარი და გავმხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი“, - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.