თეგებით ძიება

ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის - სამადაშვილი შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე

"ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის აეხსნა, რა უნდა," - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის საქართველოში ვიზიტს აფასებს.

სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტზე: 

1. ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის აეხსნა, რა უნდა. არ შეხვდა. ვერ მოისმინეს ვერაფერი მისი სახელით მოსაუბრე მთავრობისგან-როგორ აპირებენ ურთიერთობების გადატვირთვას. 

2. მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატიას და ქართველ ხალხს! ოცნების ტყუილები ამხილეს, თითქოს ამ ადმინისტრაციასთან აქვთ პრობლემები. 

3. ელოდებიან და მხარს უჭერენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. გააფრთხილეს ივანიშვილის წარმომადგენლები, რომ დემოკრატიული გზიდან გადახვევას ექნება შესაბამისი შედეგები. 

მათი გზავნილი ნათელია. 

ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს -ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება და ევროკავშირი, თუ პუტინის რუსეთში ცხოვრება. 

ესაა 26 ოქტომბრის არჩევანი - წერს სამადაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა