დღეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში გივი მაჭარაშვილი იასპარეზებს
დღეს პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში იასპარეზებს გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.), – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
შეხვედრა საქართველოს დროით 13:00 საათიდან დაიწყება.
27 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ოქროს მედლის მფლობელია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაო მიიღო. გუშინ კი ოქროს მედლები მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს.