თეგებით ძიება

„საინტერესო დამთხვევაა და თანახმა ვარ, ყოველ ოლიმპიადაზე იყოს“ - გოგა ჩანადირი

ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

ეს არის პარიზის ოლიმპიადის ოქროს მედალი. ახლა ის ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი შემთხვევა, როცა ერთ დღეს ორმა ქართველმა მოიპოვა ოქროს მედალი.

ესე იგი, თავისუფალი სტილით მოჭიდქვემ და ძალოსანმა გაგვახარეს.

საინტერესოა, რომ 1952 წელს ჰელსინკიში ჩატარდა ზაფხულისმე-15 ოლიმპიადა. მაშინ ამ უდიდეს სპორტულ ასპარეზზე პირველად წარსდგა საბჭოთა კავშირის გუნდი, რომლის წევრებიც იყვნენ საქართველოდან წარგზავნილი 12 სპორტსმენი.

საინტერესოა, რომ ჰელსინკიში მოხდა პირველად, როცა ოლომპიადაზე საქართველოდან წარგზავნილებმა ერთ დღეს მოიპოვეს ორი ოქრო - მაშინაც ჯერ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დავით ციმაკურიძემ (79 კგ) და შემდეგ ძალოსანმა რაფაელ ჩიმიშკიანმა (-60 კგ).

და საერთოდ, დავით ციმაკურიძე ითვლება პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონად.

საინტერესო დამთხვევაა და თანახმა ვარ, ყოველ ოლიმპიადაზე იყოს - წერს გოგა ჩანადირი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა