თეგებით ძიება

„ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას!“ - მამუკა ხაზარაძე

ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რადგან მას არაფერი აქვს სათქმელი სახელმწიფოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას! მას არაფერი აქვს სათქმელი სახელმწიფოსთვის, რომელიც  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია! ბიძინას და თავისი პარტიის კურსი ნათელია - ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და ქვეყნის იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან. 

ეს არ არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი! 

ამიტომ, 26 ოქტომბერს სწორედ ხალხი გასცემს მას პასუხს და გაისტუმრებს 12 წლიანი მმართველობიდან! - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის,  საქართველოში ვიზით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა