ხანძარი თბილისში - ელიავას ბაზრობასთან 7 ავტომობილი დაიწვა
ხანძარი თბილისში - ელიავას ბაზრობის მიმდენაბარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ცეცხლი ამორტიზებულ ავტომობილებს გაუჩნდა. დამწვარია შვიდი მანქანა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. რა გახდა ხანძრიის გამომწვევიი მიზეზი ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ადგილზე დასაქმებულების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საქმე მიზანმიმართულ ქმედებასთან გვქონდეს.
ვიღაცა ბოროტმა, მე ასე მგონია, დააგდო რაღაც და მოეკიდა, - ამბობს ადგილზე დასაქმებული.
რეზონანსი