ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს მოუგებს" - ნიკა გვარამია
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის საქართველოს ხელისუფლლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა:
“მკვეთრი და მკაფიო მესიჯები სასარგებლოა და კარგია. ბიძინა ივანიშვილმა იცის და ვერ იტყვის რომ გაფრთხილებული არ იყო, რომ მას მოუწევს პასუხისგება, იმისთვის რასაც არჩევნების გაყალბება ჰქვია. მინდა ყველას გავაგებინო, მათ შორის ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს მოუგებს და იგი მოახერხებს არჩევნების შედეგების დაცვას და ამით ვიამაყებთ ყველანი, ჩვენც და ჩვენი დასავლელი მეგობრებიც,” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უარს სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს მიანიშნებს ივანიშვილის შიშზე.
“შიშზე მიანიშნებს, არაფერი აქვს სათქმელი, ბოლოს რაზეც ილაპარაკა იყო ბაობაბების გახმობა, სხვაზე მას საუბარი არ შეუძლია.” – აღნიშნა გვარამიამ.