„სტიქიის ეპიცენტრში შემთხვევით იმყოფებოდა და უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს “ - ლაშა ბერულავა
ჟურნალისტი, „ოდიშიიუსის“ დამფუძნებელი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ქართველი მოჭიდავის, გიორგი მეშვილდიშვილის შესახებ წერს, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის სახელით ასპარზობს.
ბევრს, შესაძლოა, არ ახსოვს,
ბევრმა, შესაძლოა, არ იცის:
აზერბაიჯანის დროშის ქვეშ მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი, რომელმაც გუშინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ონშია დაბადებული და შოვის ტრაგედიის დროს სტიქიის ეპიცენტრში შემთხვევით იმყოფებოდა. მან უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და მერეც, მაშველებთან ერთად, მოხალისედ მონაწილეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში - წერს ბერულავა.