არც ერთხელ ასეთი ნერვიულობა და ასეთი განცდა არ მქონია, როგორც ამ შეჯიბრს განვიცდიდი - ლაშა ტალახაძის დედა
„ქრონიკამ“ ლაშა ტალახაძის დედასთან ინტერვიუ ჩაწერა. როგორც სპორტსმენის დედა ამბობს, შვილის გამოსვლისას ძალიან ნერვიულობდა.
„არც ერთხელ ასეთი ნერვიულობა და ასეთი განცდა არ მქონია, როგორც ამ შეჯიბრს განვიცდიდი. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა“, - აღნიშნა ჟანა თოდაძემ.
ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 115 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.