თეგებით ძიება

მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა - სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს - დიმიტრი ხუნდაძე

პარტია "ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ყაზბეგელების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხყოფას ეხმიანება.

"მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა - სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს“ - აღნიშნა გუნდაძემ და განმარტა, რომ მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები კი ჩუმად იპარებოდნენ, როდესაც ქვეყანას დაცვა სჭირდებოდა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულმა ნატა ფერაძე და გია ჭანტურია მოთმინებიდან გამოიყვანა. დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ იცნობენ მოხევეებს, თუმცა მოხევეები კარგად იცნობენ ნაცებს, ამიტომ 26 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, გასცემენ პასუხს.

"მოხევეების სამშობლოსადმი სიყვარულის მაღალმა ხარისხმა გააოცა ნატა ფერაძე და მოთმინებიდან გამოიყვანა გია ჭანტურია. როგორც ჩანს, ისინი არ იცნობენ მოხევეებს, მაგრამ მერწმუნეთ, მოხევეები კარგად იცნობენ ნაცებს.

მოხევეები ყოველთვის ვაჟკაცურად და მედგრად იცავდნენ დარიალის კარიბჭეს, "ნაციონალური მოძრაობა" კი, ზურგიდან იპარებოდა, როცა სამშობლო იყო დასაცავი.

მოხევეების ვაჟკაცობის დაწუნება, რა თქმა უნდა, მიუღებელია და 26 ოქტომბერს, ხევში, მათ კიდევ ერთხელ გასცემენ პასუხს.

მოხევეობა ეს არის სიამაყე, ნაცობა - სირცხვილი, მაგრამ ვირის წიხლი საწყენი არ უნდა იყოს.“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან.

„რუსეთიც უყვართ ძალიან“ - ეს კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს გია ჭანტურიას ეკუთვნის, კომენტარის ადრესატები კი ყაზბეგის მაცხოვრებლები არიან. „ნაცმოძრაობის“ გაღიზიანება ყაზბეგელების პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია. ჭანტურიას შეურაცხმყოფელ გზავნილს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა სოციალურ ქსელში უპასუხა და დაწერა, რომ რადიკალებს არა მარტო ყაზბეგელები, არამედ მთელი ქვეყანა ეზიზღებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა