თეგებით ძიება

ივანიშვილმა ვერ შეძლო, თვალი გაესწორებინა სტრატეგიული პარტნიორებისთვის - ნათია მეზვრიშვილი

მას უჭირს, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობის აღება - ასე აფასებს "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი იმ ფაქტს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ შეხვდა. 

ბიძინა ივანიშვილი თან თითქოს გამოვიდა კულისებიდან, თან არ გამოვიდა, იმიტომ, რომ მას უჭირს, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობის აღება. მან შეცვალა ქვეყნის საგარეო კურსი, მისი მითითებით მიიღო ქვეყანამ რუსული კანონი, მისი მითითებით ხდება აშშ-სა და ევროკავშირზე თავდასხმა და ის არის ავტორი ამ დეზინფორმაციული კამპანიის და სიცრუის კამპანიის, რაც ჯინ შაჰინი საუბრობდა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მას გაუჭირდებოდა თვალის გასწორება ამ რეალობისთვის, როდესაც სენატორები და კონგრესმენები მას პირდაპირ ეტყოდნენ, რომ შენ იტყუები და თქვენ დეზინფორმაციას ავრცელებთ, - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ შეხვდა. სენატორმა ჯინ შაჰინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან სუაბრის სურვილი ჰქონდა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა