თეგებით ძიება
11. 08. 2024 მსოფლიო

უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში შევიდნენ. მედიის ცნობით, ამის შესახებ ბელოვსკის რაიონის მეთაური ნიკოლაი ვოლობუევი იუწყება.

„დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების შემოსვლამ ჩვენს ტერიტორიაზე დიდი აურზაური და პანიკა გამოიწვია. ახლა ვითარება სტაბილური, თუმცა ძალიან დაძაბულია“, – აცხადებს ვოლობუევი ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, საბრძოლო შეტაკებები არ მიმდინარეობს. მანამდე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა კურსკის ოლქის ორ რაიონში, კორენევსკისა და სუჯაში.

ბელოვსკის რაიონი სუჯიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა