უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ვასო ქარდავა აფხაზეთიდან დევნილი იყო
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვასო ქარდავა დაიღუპა. ინფორმააციას „მთავარი არხის“ ვებ-გვერდი ავრცელებს.ქართველი მებრძოლი 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა და სოლედარი-სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა. ის რუსეთ-უკრაინის ომში მისი დაწყებისთანავე წავიდა.
34 წლის ვასო ქარდავა რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან უკვე გადმოასვენეს. ვასო ქარდავა აფხაზეთიდან დევნილი იყო.