სწორედ ეს ქალბატონი იყო ამერიკის უმაღლესი ელიტიდან რუსული ოლიგარქიული რეჟიმის ლობისტი - ნათელაშვილი შაჰინზე
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
პოლიტიკური შეცდომის გამოსწორება ძალიან ძნელია ან ხშირად შეუძლებელი.სენატორი შაჰინი მართლაც შეწუხებულია და განიცდის რაც ხდება ჩვენს ქვეყანასა და საქართველო— ამერიკის ურთიერთობებში. სამწუხაროდ სწორედ ეს ქალბატონი იყო ამერიკის უმაღლესი ელიტიდან წლების მანძილზე რუსული ოლიგარქიული რეჟიმის ლობისტი. ყველა ჩვენს ინფორმაციას, დროულ გაფრთხილებას ივანიშვილის ოპერატიულად დასანქცირებაზე, საქმის ასეთ კატასტროფამდე არ მიყვანაზე, უკეთებდა სრულ იგნორს. ახლაც ნაცვლად იმისა, რომ ჩამოეტანა პერსონალური სანქციები ოლიგარქსა და მის ოჯახზე მიღებას ეხვეწება კობახიძის მეშვეობით, ხოლო საზეიმო ვახშამზე ეპატიჟება არა მარტო ივანიშვილის გადასარჩენად, თავის დროზე პარლამენტში შევარდნილ ოპოზიციას , არამედ დედალ ქოც--მაფიოზა წილოსანს, ექს--თავდაცვის მინისტრ, შემდგომ ბიზნესწილებით დასაჩუქრებულ ალასანიას, ივანიშვილის პირად ადვოკატ, 21 საუკუნის მოდიფიცირებულ თეიმურაზ ხევისთავს და მილიარდერ ბანკირ ნიკა გილაურს. თუ ახლა ვინმეს სურს ერთი ბანკირი მეორეთი ჩაანაცვლოს, ძალიან ცუდი შეხედულება ქონია ქართველ ხალხსა და ვარსკვლავ ახალგაზრდობაზე. ვფიქრობ ზოგიერთებმა საკუთარი შეცდომებიდან მაინც უნდა გამოიტანოს დასკვნა - წერს ნათელაშვილი.