თეგებით ძიება

თავდასხმა ნიკა მელიაზე - სამტრედიაში პოლიტიკოსს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას თავს დაესხნენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 

ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა რა დროსაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოყვა.

თანმხლები პირები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, თავდამსხმელმა კი მოპირდაპირე მხარეს შენობაში შესვლა მოასწრო.

ადგილზე ამ დროისთვის მდგომარეობა განმუხტულია.

მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

შემთხვევის დროს, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ სხვა ლიდერები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა