ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც მედია წერს, მიზეზი უცნობი მამაკაცი გახდა, რომელმაც კოშკზე უნებართვოდ ასვლა დაიწყო.
თვითმხილველებმა ის მეორე იარუსზე შენიშნეს. მამაკაცი ოლიმპიადის სიმბოლოების მიმართულებით მიცოცავდა.
უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან მოქალაქეები გაიყვანეს. მედიის ცნობით, კანონდამრღვევი პოლიციამ დააკავა და დასაკითხად განყოფილებაშია გადაყვანილი.
1tv.ge