თეგებით ძიება

“ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას!“ - ლევან ხაბეიშვილი

“მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხს უკი­დუ­რე­სად უჭირს და ეს პრობ­ლე­მე­ბი არ გა­ღელ­ვებს, ცდი­ლობ მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზო სა­ნა­ხა­ო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, თავ­დას­ხმა - ჩემი გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა ნიკა მე­ლი­ას!“ - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთ ლი­დერ­ზე, ნიკა მე­ლი­ა­ზე თავ­დას­ხმას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხს უკი­დუ­რე­სად უჭირს და ეს პრობ­ლე­მე­ბი არ გა­ღელ­ვებს, ცდი­ლობ მო­სახ­ლე­ო­ბას შეს­თა­ვა­ზო სა­ნა­ხა­ო­ბა, ძა­ლა­დო­ბა, თავ­დას­ხმა. ნიკა მე­ლი­ას თავს რომ და­ესხნენ, ამით სამ­ტრე­დი­ე­ლებს ხვა­ლი­დან ხელ­ფა­სი და შე­მო­სა­ვა­ლი მო­ე­მა­ტე­ბათ, თუ ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შე­იქ­მნე­ბა?! რამე გა­ი­აფ­დე­ბა და შე­ღა­ვა­თი მი­ე­ცე­მა ხალ­ხს?!

ცხა­დია პა­სუ­ხი არის - არა! უბ­რა­ლოდ სხვა რა­მის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ შე­უძ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­მაც მმარ­თვე­ლო­ბის 12 წელი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა!

არ მოგ­ბეზ­რდათ ეს სა­მარ­ცხვი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა?! არ მოგ­ბეზ­რდათ ძა­ლა­დო­ბა და ასე­თი "შო­უ­ე­ბის" ყუ­რე­ბა?! არ გინ­დათ ხე­ლი­ხელ ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა ჩვენს სამ­შობ­ლო­ზე ვიზ­რუ­ნოთ?! - ცხა­დია ყვე­ლას გვინ­და! ამი­ტომ, 26 ოქ­ტომ­ბერს უნდა შევ­ცვა­ლოთ! ჩემი გულ­წრფე­ლი მხარ­და­ჭე­რა ნი­კას!” - წერს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ცნო­ბის­თვის, ნიკა მე­ლი­ას თავს სამ­ტრე­დი­ა­ში და­ესხნენ. შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ნიკა მე­ლია სამ­ტრე­დი­ა­ში ოფი­სის გახ­სნის დროს, მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს აკე­თებ­და. ნიკა მე­ლი­ას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა